ჩვენ შესახებ
გაეცანით BetGuru-ს მისიას, ღირებულებებს და გუნდს
ვინ ვართ ჩვენ
მსოფლიოში არსებობს უამრავი ბირჟა – საფონდო ბირჟა (Stock Exchange), აქციების ბირჟა (Equity Market / Stock Market), კრიპტო ბირჟა (Cryptocurrency Exchange) და სხვა მიმართულების. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია სპორტულ ბირჟებს (Sport Exchange).
პირველი და ყველაზე მსხვილი სპორტული ბირჟა არის Betfair (Betfair-ის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, Flutter Entertainment-ის ყოველწლიური ანგარიშების თანახმად, 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საერთო შემოსავალი $11.8 მილიარდს შეადგენს, რაც 24%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ოპერაციული შემოსავალი (EBITDA) იყო $869 მილიონი, ხოლო წმინდა მოგება – $162 მილიონი. Flutter-ის გეგმებში შედის Betfair-ის ბრენდის გაძლიერება ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, ბრაზილია და იტალია.), რომელიც დღესაც №1 სავაჭრო პლატფორმად ითვლება.
Betfair-ს ვერ შევხედავთ მხოლოდ, როგორც სათამაშო ან ტოტალიზატორის სივრცეს. თუ მას გამოიყენებ როგორც ნამდვილ ბირჟას – სადაც შესაძლებელია ჭკვიანურად ვაჭრობა, რისკის მართვა და მოგების სტრატეგიული დაგეგმვა – ის იქცევა ნამდვილ სავაჭრო პლატფორმად, მსგავსად საფონდო ბირჟისა (Stock Exchange) ან კრიპტო ბირჟის (Cryptocurrency Exchange).
თუმცა წარმატება აქაც ყველასთვის არ არის მარტივად მიღწევადი – შედეგი დამოკიდებულია ცოდნაზე, გამოცდილებაზე, მტკიცე დისციპლინასა და ინდივიდუალურ უნარებზე.
ჩვენი მიზანი
ამ საიტის შექმნის მიზანია საქართველოში პირველად შევქმნათ სივრცე, სადაც დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ მაქსიმალურად სრულ ინფორმაციას Betfair-ის შესახებ. აქ განთავსდება როგორც საბაზისო ცოდნა, ისე რეალური სავაჭრო გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები.
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ პლატფორმა, სადაც მოხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მათ შორის, ვისაც სურს Betfair-ზე პროფესიონალური ვაჭრობა და წარმატება.
ვინ არ ვართ ჩვენ
ჩვენ არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ვინმეს ჯადოსნურ მეთოდებს ვასწავლით. Betfair-ზე ვაჭრობა ისეთივე რთულია, როგორც სხვა არასპორტულ ბირჟებზე. წარმატებისთვის აუცილებელია სრული მზადყოფნა:
- სიღრმისეული ცოდნა და მუდმივი სწავლა,
- პრაქტიკული გამოცდილება,
- დროისა და მოთმინების რესურსი,
- რისკის მართვის მკაცრი წესები,
- კაპიტალის გონივრული ინვესტირება,
- სამუშაო გარემოს ორგანიზება,
- და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დისციპლინა.
ჩვენი გამოცდილება
დაახლოებით 20 წლიანი უწყვეტი და მრავალმხრივი მუშაობის შედეგად დაგროვდა ინტელექტუალურ-პრაქტიკული რესურსი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ სფეროში ინტერესდება.
თეორიის სწავლება პრაქტიკოსი ტრეიდერისგან, პრაქტიკული რჩევების მიცემა და გამოცდილების გაზიარება ჩვენი მთავარი ღირებულებაა.
ცხადია, ყველა ვერ გახდება წარმატებული ტრეიდერი – და ჩვენ არც ველით სასწაულებს. ეს ისეთივე პროცესია, როგორც უმაღლეს სასწავლებელში სწავლა: ყველა სტუდენტი აკადემიკოსი ვერ ხდება. შედეგი დამოკიდებულია პირად თვისებებსა და უნარ-ჩვევებზე. ვიღაც გამოიყენებს ჩვენს მიერ გაზიარებულ ცოდნას და რჩევებს, ვიღაც – ვერა.
ჩვენი კურსები
ჩვენი კურსები მოიცავს შემდეგ სპორტულ სახეობებს: ფეხბურთს, ჩოგბურთს, ძაღლების რბოლებს (Greyhounds) და ცხენების რბოლებს (Horse Racing). კურსები აერთიანებს თეორიულ მეცადინეობებსა და პრაქტიკულ სავაჭრო სესიებს, სადაც მონაწილეები ერთობლივად ვაჭრობენ და ახორციელებენ სამუშაო პროცესს.
მოტივაციური დასასრული
თუმცა ცხოვრების გამოწვევაც ასეთია – იპოვო შენი თავი და თავად შექმნა საკუთარი მე. თუ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, როგორც ფოლადი ცეცხლში იწრთობა, ტრეიდერიც ასე უნდა გამოიწრთოს.
ჩვენ გასწავლით ვაჭრობას, გასწავლით სტრატეგიებს, დაგაკვალიანებთ, ხოლო დანარჩენი – თქვენი ვაჭრობის შედეგი – თქვენივე პასუხისმგებლობაა.
ჩვენი სავაჭრო შედეგები
ქვემოთ მოცემულია ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული სავაჭრო სქრინების არასრული კოლექცია: